ხვალ იტალიის სერია ა-ში სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი მატჩი იმართება. პირველადგილოსანი "ნაპოლი" დიეგო მარადონას სახელობის არენაზე მეორეადგილოსან "იუვენტუსს" მიიღებს.
მატჩამდე დრო კიდევ საკმაოა დარჩენილი, თუმცა პრესაში უკვე ვრცელდება გუნდების სავარაუდო შემადგენლობები. Sofascore-ის ვერსიით, ხვალ მოედანზე შემდეგი თერთმეტეულები გავლენ:
"ნაპოლი": ალექს მერეტი - ჯოვანი დი ლორენცო, ამირ რაჰმანი, კიმ მინ ჟაე, მარიო რუი - პიოტრ ჟიელინსკი, სტანისლავ ლობოტკა, ზამბო ანგისა - მატეო პოლიტანო, ვიქტორ ოსიმენი, ხვიჩა კვარაცხელია
"იუვენტუსი": ვოიცეხ შჩესნი - ალექს სანდრო, ბრემერი, დანილო - ფილიპ კოსტიჩი, ადრიენ რაბიო, მანუელ ლოკატელი, ლეანდრო პარედესი, უენსტონ მაკკენი - ანხელ დი მარია - არკადიუშ მილიკი
შეგახსენებთ, რომ "იუვე" ამ მატჩს ჩინებულ ფორმაში ხვდება. "ზებრებმა" სერია ა-ში ზედიზედ 8 მატჩი მოიგეს და ყველა მათგანში კარი მშრალად შეინახეს. თავისმხრივ, ნეაპოლელებმა წინა ტურში "სამპდორიასთან" გამარჯვებით გამოიკეთეს ხასიათი და უახლოეს მდევრებს მთელი 7 ქულით უსწრებენ.
ცნობისთვის, მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.