
ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა
-90 კგ-ის ფინალურ დაპირისპირებაში ლუკა მაისურაძემ გიორგი პაპუაშვილი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. ხოლო, ბრინჯაოს პრიზიორები იმედა გოგოლაძე და უშანგი მარგიანი გახდნენ, რომელთაც შესაბამისად, მიხეილ ბექაური და ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხეს.
-100 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს ილია სულამანიძე და ონისე სანებლიძე დაუპირისპირდნენ და საბოლოოდ, საქართველოს ჩემპიონის ტიტული სულამანიძეს დარჩა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი ომარ საურმა ზურა ჩაგელიშვილი დაამარცხა, ხოლო გიორგი ბერიაშვილმა მიშა ჯაფარიძეს სძლია.
რაც შეეხება მძიმეწონოსანთა ფინალს, საბა ინანეიშვილმა ოქროს მედალი უბრძოლველად მოიგო, ვინაიდან მისი მეტოქე, გელა ზაალიშვილი გადამწყვეტ შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ გამოცხადდა. ბრინჯაოს მედლებს კი ონისე ბუღაძე და გიორგი ქავთარაძე დაეუფლნენ. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბუღაძემ გიორგი ზაქარიაძეს სძლია. ხოლო, ქავთარაძემ ლევან მატიაშვილის დამარცხება შეძლო.