ლაშამ სლოვენიელი მეტოქე დაამარცხა
ლაშამ სლოვენიელი მეტოქე დაამარცხა

ლაშამ სლოვენიელი მეტოქე დაამარცხა

27-11-2021, 21:06
მოინახულეს: 75

73-კილოგრამ წონითი კატეგორიის ძიუდოისტმა პირველი წრე გამოტოვა და გათამაშებაში მერვედფინალიდან ჩაერთო. ტოკიოს ვერცხლის პრიოზიორის სამივე შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, რასაც მისი მხრიდან კოლოსალური ფიზიკური მზაობა დასჭირდა.
ლაშამ მოლდოველ ადილ ოსმანოვს ყვითელი ბარათებით აჯობა.
დაპირისპირება 11 წუთს გაგრძელდა, შემდეგ კი მეოთხედფინალში რუსი კაზბეკ ნაგუჩოვი ასევე დამატებით დროში დაამარცხა, ფინალისკენ მიმავალ გზაზე კი უზბეკი ძიუდოისტი ტურაევის, ბარიერი ვეღარ გაიარა, დამატებით დროში იპონით დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო.
ლაშა სლოვენიელ მარტინ ჰოიაკს დაუპირისპირდა დაძაბული ბრძოლა „ოქროს დროში“ გადავიდა, სადაც ლაშამ იყოჩაღა და ვაზარით მოიგო.