საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია

27-11-2021, 21:10
მოინახულეს: 68

ქართველმა ფალავნებმა ავსტრია 4:0 დაამარცხეს და მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 4:2 იმარჯვეს.
ნახვარფინშლი კი, თურქეთი იგივე ანგარიშით (4:2) დაჯაბნეს და ფინალში გავიდნენ.
ფინალში საქართველოს ნაკრებს ნიდერლანდების ნაკრები შეხვდა. საქართველომ დაძაბული დაპირისპირება 4:3 მოიგო და ჩემპიონი გახდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
კაცები: ალეკო მამიაშვილი, ფრიდონ გიგანი (ორივე – 73 კგ.), ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე (ორივე – 90 კგ.) გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი (ორივე +90 კგ.).
ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი (ორივე – 70კკგ.), სოფიო სომხიშვილი (+70 კგ.).
შერეულ გუნდებს შორის ბოლო ევროპის ჩემპიონატი 2018 წელს ასევე რუსეთში გაიმართა და მასში საქართველოს ნაკრებს მონაწილეობა არ მიუღია, ჩემპიონი კი გერმანია გახდა, რომელმაც ნიდერლანდები 4:2 დაამარცხა.