ზვერევმა ჯოკოვიჩი დაამარცხა და ფინალში ითამაშებს
ზვერევმა ჯოკოვიჩი დაამარცხა და ფინალში ითამაშებს

ზვერევმა ჯოკოვიჩი დაამარცხა და ფინალში ითამაშებს

21-11-2021, 21:10
მოინახულეს: 63

 ტურინში მიმდინარე წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში, მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, ალექსანდრ ზვერევმა რეიტინგის ლიდერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი სამსეტიან დაპირისპირებაში 7:6, 4:6, 6:3 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში გერმანელი და სერბი ჩოგბურთელები ერთმანეთს მეხუთედ შეხვდნენ და ალექსანდრმა მეტოქე მეორედ დაამარცხა. ამასთან, ზვერევმა ფინალური მატჩის საგზური მეექვსედ მოიპოვა, სულ კი კარიერაში 28-ე ფინალს ითამაშებს.
შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ალექსანდრ ზვერევი მეორედ გავიდა. 2018 წელს მან ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა. ამჯერად კი გადამწვეტ მატჩში მისი მეტოქე ტურნირის მოქმედი გამარჯვებული, დანიელ მედვედევი  იქნება, რომელთანაც გერმანელს ზედიზედ ხუთი მატჩი აქვს წაგებული, მათ შორის მიმდინარე კვირაში, ჯგუფურ ეტაპზე.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მიმდინარე სეზონში მოგებული მატჩების რაოდენობით რეიტინგს სწორედ ზვერევი და მედვედევი ლიდერობენ და მომავალი ჩემპიონი სეზონს ერთპიროვნული ლიდერის რანგში დაასრულებს. თითოეული ჩოგბურთელის აქტივში 58 მოგებაა.
ფინალირი მატჩი კი დღეს, 21 ნოემბერს, ტურინის ცენტრალურ კორტზე გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.