
ჯოკოვიჩი რეკორდულ სვლას აგრძელებს
7-12-2021, 15:46
მოინახულეს: 82
მამაკაცების ერთეულთა თანრიგში სერბმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერის მიღწევა (310 კვირა) მიმდინარე წლის მარტში გააუმჯობესა და ახლა ყოველი კვირა ნოლესთვის თავისივე რეკორდის გაუმჯობესებას წარმოადგენს.
ამასთან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველა დროის რეკორდი ლეგენდარულ შტეფი გრაფს ეკუთვნის, რომელიც ქალთა ერთეულთა თანრიგის რეიტინგის სათავეში 377 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. 2021 წლის საჩოგბურთო სეზონი ნოვაკისთვის ისტორიულიც იყო. გარდა იმისა, რომ მან გრანდ სლემის სამი ტიტული მოიგო, კალენდარული წელი პირველი ჩოგნის სტატუსით კარიერაში მეშვიდედ დაასრულა და თავისი კუმირის, პიტ სამპრასის (6 წელი) რეკორდი დაამხო.
მსგავსი სიახლეები
8-12-2021, 15:49
7-12-2021, 15:55
7-12-2021, 15:46