ATP Cup I წილისყრის შედეგები ცნობილია
ATP Cup I წილისყრის შედეგები ცნობილია

ATP Cup I წილისყრის შედეგები ცნობილია

7-12-2021, 15:55
მოინახულეს: 123

დღეს, 7 დეკემბერს, სიდნეიში წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები D ჯგუფში, საბერძნეთთან, პოლონეთთან და არგენტინასთან ერთად მოხვდა.
ATP-ის თასის გათამაშება 2020 წელს დაარსდა და სადებიუტო ტურნირზე საქართველოს ნაკრებიც გამოდიოდა. მაშინ ქართველებმა ჯგუფში მხოლოდ ურუგვაის დამარცხება შეძლეს და მესამე ადგილი დაიკავეს. გასულ წელს კი კორონავირუსის პანდემიის გამო, ტურნირზე მონაწილე ნაკრებთა შეზღუდული რაოდენობა გაემგზავრა.
2022 წლის ტურნირზე საქართველოს ასპარეზობა ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ რეიტინგში მაღალი პოზიციის დაკავებამ განაპირობა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა წელი 22-ე ადგილზე დაასრულა. ATP-ის თასზე საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს: ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, ალექსანდრე ბაკში, ზურა ტყემალაძე, საბა ფურცელაძე.
ტურნირის ფორმატის მიხედვით, ჯგუფიდან მხოლოდ პირველადგილოსნები გავლენ და ერთმანეთს ნახევაფინალებში დაუპირისპირდებიან.A ჯგუფი: სერბეთი, ნორვეგია, ჩილე, ესპანეთი
B ჯგუფი: რუსეთი, იტალია, ავსტრია, ავსტრალია
C ჯგუფი: გერმანია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, აშშ
ATP-ის თასს ამჯერადაც ავსტრალია 1-9 იანვარს უმასპინძლებს. მატჩები კი სიდნეიში, Ken Rosewall Arena-სა და Qudos Bank Arena-ზე ჩატარდება.