სერენა უილიამსი ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს
სერენა უილიამსი ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს

სერენა უილიამსი ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს

8-12-2021, 15:49
მოინახულეს: 245

40 წლის ჩოგბურთელს WTA-ს ტურში მიმდინარე წლის ივნისის შემდეგ არ უთამაშია. ბოლოს ის უიმბლდონის კორტებზე გავიდა და პირველივე რაუნდიდან გამოეთიშა. სასნოვიჩთან მატჩის მსვლელობისას სერენამ მუხლის ჯვარედინი მყესები დაიზიანა და შეხვედრის დასრულება ვერ შეძლო.
შეგახსენებთ, რომ სერენა უილიამსი ავსტრალიის ღია პირველობის 7-გზის გამარჯვებული გახლავთ. 2022 წლის სეზონის პირველ გრანდ სლემს მელბურნი 17-დან 30 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.