რამას სვანაძე ინგლისთან გამარჯვების შემდეგ კომენტარს აკეთებს
რამას სვანაძე ინგლისთან გამარჯვების შემდეგ კომენტარს აკეთებს

რამას სვანაძე ინგლისთან გამარჯვების შემდეგ კომენტარს აკეთებს

17-11-2021, 15:05
მოინახულეს: 96

აქვე აღვნიშნავ, რომ ეს ჩვენი გზის დასაწყისია. ამ თამაშით მორჩა ჩვენი მოსამზადებელი პირველი წელი იმ დიდი მიზნისკენ, რომელსაც ევროპის ჩემპიონატი ჰქვია. კარგია, რომ წელი კარგად დავამთავრეთ, მაჟორულ ნოტზე. ვეცდებით, რომ ასევე გავაგრძელოთ.
განვლილი პერიოდიდან გამომდინარე, ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, არ იქნება ის გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად გამოვა. ჩვენც გვექნება ჩვენი მიზნები, ჩვენი ამბიცია და ჩვენც ვეცდებით ჩვენსას, დანარჩენი უკვე შემდგომ სალაპარაკოა."