
ბათუმის დინამო საქართველოს ჩემპიონი გახდა
საქართველოს ეროვნული ლიგის 35-ე ტურის ეგიდით, დინამო თბილისი სამტრედიას ესტუმრა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
შედეგად, ეროვნული ლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ბათუმის დინამო კონკურენტებისთვის მიუწვდომელი ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გია გეგუჩაძის გუნდი საქართველოს ჩემპიონია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბათუმის დინამომ ჩემპიონის ტიტული კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო.
მიმდინარე ტურში ბათუმის დინამო წყალტუბოს სამგურალს ესტუმრება. ხოლო, დასკვნით ტურში, აჭარლები საკუთარ მოედანზე გორის დილას უმასპინძლებენ, ჩემპიონობას ოფიციალურად გაიფორმებენ, ტიტულიც გადაეცემათ და მომავალ სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს სწორედ ბათუმელები წარადგენენ.