
ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგაზე პორტოს დაუპირისპირდება
7-12-2021, 16:02
მოინახულეს: 81
მადრიდის ატლეტიკოს მცველები ხოსე ხიმენესი და სტეფან სავიჩი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის მატჩს პორტოსთან გამოტოვებენ. ამის შესახებ მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა. მთავარი მწვრთნელის თქმით, ორივე ფეხბურთელი მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს.ურუგვაელმა მცველმა ტრავმა კადისთან ლა ლიგის მატჩში მიიღო, ხოლო სავიჩმა - მალიორკასთან.
ატლეტიკოსა და პორტოს მატჩი ხვალ, 7 დეკემბერს გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
26-12-2021, 20:17
8-12-2021, 15:52