დიბალამ  შესაძლოა  იუვენტუსი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს
დიბალამ  შესაძლოა  იუვენტუსი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს

დიბალამ შესაძლოა იუვენტუსი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს

7-12-2021, 16:08
მოინახულეს: 113

 არგენტინელი ვარსკვლავი, ამჯერად ლივერპულს დაუკავშირეს.
დიბალას იუვენტუსთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომე აკავშირებს და შესაბამისად, თუ ტურინული გრანდი მასთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.როგორც ESPN Calciomercato-ზე დაყრდნობით წერს, ლივერპულს ზაფხულში დიბალას უფასოდ დამატება სურს.პაულო დიბალა იუვენტუსში 2015 წლის ზაფხულში, 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ პალერმოდან გადავიდა. ტურინული გრანდის მაისურით ჩატარებულ 269 შეხვედრაში, არგენტინელი შემტევი 108 გოლითა და 46 საგოლე გადაცემით გამოირჩა. დიბალამ იუვენტუსთან ერთად, ხუთჯერ სერია ა-ს, ხოლო ოთხჯერ კი, იტალიის თასის მოგება მოახერხა.