
საქართველოს მეტოქეები გაირკვა
8-12-2021, 15:46
მოინახულეს: 1 377
წილისყრის შედეგად, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მესამე ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები ინგლისის, ისრაელისა და ლიეტუვის ნაკრები გუნდები იქნებიან.
შესარჩევი ეტაპი 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყება. მატჩების გამართვის თარიღები კი მოგვიანებით დაზუსტდება.
ელიტრაუნდის საგზურს თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. ასევე, მომდევნო ეტაპის საგზურს მოიპოვებს ის ოთხი საუკეთესო მესამედგილოსანი გუნდი, რომელთაც თავის ჯგუფებში პირველ და მეორე ადგილოსნებთან უკეთესი შედეგი ექნებათ.
აქვე დავძენთ, რომ ელიტრაუნდში ადგილი უკვე დაბევებული აქვს ევროპის ორ საუკეთესო გუნდს: ნიდერლანდებსა და ესპანეთს. 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს კი 2023 წლის მაისში უნგრეთი8 უმასპინძლებს.
მსგავსი სიახლეები
26-12-2021, 20:17
8-12-2021, 15:52