ბარსელონა ბაიერნს სტუმრობს
ბარსელონა ბაიერნს სტუმრობს

ბარსელონა ბაიერნს სტუმრობს

8-12-2021, 15:52
მოინახულეს: 170

ბაიერნი მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი კლუბია, მათ მოედანზე გვიწევს თამაში და ურთულესი ამოცანის წინაშე ვართ, თუმცა ჩვენს თავზე ვართ დამოკიდებულები და მათთან შეხვედრას ენთუზიაზმით ვუყურებთ.  ვიმედოვნებ, რომ მიუნხენელებთან მარცი ჩვენზე ფსიქოლოგიურად არ იმოქმედებს. ბოლო წლებში ბაიერნი ბარსელონაზე უკეთესი გუნდია, მაგრამ ფეხბურთი რევანშის საშუალებას ყოველთვის იძლევა და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ. "ბარსა" კი ის კლუბია, რომელსაც ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება ძალუძს. არაერთხელ მითქვამს, რომ დემბელე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის ბევრჯერ დაგვეხმარა და ვხედავ, რომ ბედნიერია. ბაიერნთან მატჩში კი ისევე როგორც სხვები, ისიც მნიშვნელოვანი იქნება.