თორნიკე შენგელიას ცსკამ რთულ ბრძოლაში იმარჯვა
თორნიკე შენგელიას ცსკამ რთულ ბრძოლაში იმარჯვა

თორნიკე შენგელიას ცსკამ რთულ ბრძოლაში იმარჯვა

26-11-2021, 14:20
მოინახულეს: 74

საკალათბურთო ევროლიგის მე-12 ტურში, მოსკოვის ცსკამ ბაიერნს უმასპინძლა, უმძიმეს ბრძოლაში სამქულიანი სხვაობით, 77-74 დაამარცხა და მიმდინარე გათამაშებაში მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა.
მატჩი "არმიელებმა" არადამაჯერებლად დაიწყეს და პირველი მეოთხედი ექვსი ქულით წააგეს. რუსულმა გუნდმა ვითარების გამოსწორება ვერც მეორე მეოთხედში შეძლო და დიდ შესვენებაზე 9-ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ.
მეორე ტაიმის სტარტზე გერმანელებმა მეტოქის ფარში სამქულიანი მოათავსეს, რასაც კიდევ ერთი ქულა მიამატეს და უპირატესობა 13 ქულამდე გაზარდეს. ამ მომენტიდან მოყოლებული, ცსკა-მ ჩამორჩენის დაქაჩვა დაიწყო. პროცესში მოსკოველებმა წინ გასვლაც შეძლეს გადამწყვეტი მეოთხედის წინ მხოლოდ ერთ ქულას აგებდნენ.
მეოთხე მეოთხედში გერმანულმა გუნდმა უპირატესობა კიდევ ერთხელ მოიპოვა და სხვაობა ექვს ქულამდე გაზარდა, თუმცა მისი შენარჩუნება ვერ მოახერხეს. საბოლოოდ კი ცსკა-მ მეტოქეს სძლია და აქტივში მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩაიწერა.