
ბათუმის "დინამომ" ჯანო ანანიძე დაიმატა
26-12-2021, 20:17
მოინახულეს: 647 054
ბათუმის "დინამომ" გამოცდილი ქართველი ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე დაიმატა. აღნიშნულ ინფორმაციას adjarasport.com-ი ავრცელებს.
ბოლო ცნობების თანახმად, ფეხბურთელი შავიზღვისპირულ კლუბთან ერთად 2 შეკრებას გაივლის, რის მერეც გადაწყდება, გააფორმებენ თუ არა მხარები ხელშეკრულებას.
ჯანოს ბოლო კლუბი "დინამო თბილისი" გახლდათ. ის იქ 2021 წლის აპრილში ჩაირიცხა, მაგრამ ტრავმის გამო მხოლოდ 1 მატჩში შეძლო მონაწილეობის მიღება.
ელიგის სეზონის დასრულების მერე "დინამომ" 29 წლის შუახაზელთან კონტრაქტი აღარ გააგრძელა, რამაც ჯანო ძალიან გაანაწყენა.
აქვე გეტყვით, რომ გარდა ანანიძისა, ბათუმის "დინამომ" უკვე მოასწრო 4 ტრანსფერის გაჩარხვა: გიორგი რეხვიაშვილი (შუქურა), ირაკლი ბიძინაშვილი (დილა), მილან რადინი (დინამო თბილისი), სტეფან დენკოვიჩი (კაისარი).
მსგავსი სიახლეები
10-02-2023, 00:35
8-02-2023, 19:31