
ლიანა ჯოჯუა UFC-ში აღარ გამოვა
17-11-2021, 15:23
მოინახულეს: 581
UFC Roster Watch-ის მიხედვით, ჯოჯუა UFC-ის მებრძოლთა შორის აღარაა და მას UFC-ის ოქტაგონზე ვეღარ ვიხილავთ. ლიანამ ბოლო ბრძოლა კორტნი კეისის წინააღმდეგ გამართა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
UFC-დან გაშვების შემდეგ, ლიანას კარიერის სხვა ორგანიზაციაში გაგრძელების შანსი აქვს. იმედი ვიქონიოთ, რომ ჯოჯუა კონტრაქტს მალე გააფორმებს და „მგელს“ ოქტაგონზე უახლოეს პერიოდში ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ ჯოჯუამ UFC-ში 4 ბრძოლა გამართა და 3-ჯერ წააგო. კარიერაში მას 13 ჩხუბი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 8 მოგება და 5 მარცხია. ლიანა მხოლოდ 26 წლისაა და წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, შესაძლოა UFC-ში დაბრუნდეს.
მსგავსი სიახლეები
26-11-2021, 14:13
21-11-2021, 20:45
17-11-2021, 17:07
17-11-2021, 17:02